თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. სტრიტ-ფუდისა და მუსიკის ფესტივალი „გაუსინჯე თბილისს გემო“ დედაენის პარკში 21–22 და 28–29 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალი, ტრადიციულად, შემოდგმის თბილ დღეებში ტარდება. სტუმრებს შეუძლიათ გასინჯონ სხვადასხვა გემრიელი კერძები, მოისმინონ მუსიკა და გაატარონ დრო სასიამოვნო გარემოში.
საკვების გარდა, ფესტივალზე შესაძლებელია ნატურალური ქართული ღვინოების, ლუდისა და სიდრის დაგემოვნება.