დიალოგი, როგორც ხელოვნების ფორმა - ფილმი დიალოგის მნიშვნელობაზე ევრაზიულ სივრცეში

ფილმის მთავარი გმირი სახელმწიფო ერმიტაჟია, როგორც „კულტურათა დიალოგის“ ცოცხალი ხორცშესხმა.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. გამოვიდა რუსი ჟურნალისტისა და დოკუმენტური კინოს რეჟისორის აშოტ ჯაზოიანის ფილმი „დიალოგი“, სადაც შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლები ქვეყნებს შორის დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრობენ.
ფილმში სხვადასხვა ეროვნების, კონფესიისა და კულტურის წარმომადგენლები, ახალგაზრდების თაობა ევრაზიის სხვადასხვა ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, სერბეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, რუსეთი და სხვ.) და სახელმწიფო ერმიტაჟის დირექტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მიხაილ პიოტროვსკი მსჯელობენ დიალოგის მნიშვნელობაზე ევრაზიულ სივრცეში.

„ევრაზიული სივრცე უნიკალური სახელმწიფოებისგან შედგება. თითოეულს აქვს თავისი წყობა, ისტორია, განვითარების საკუთარი გზა. მაგრამ რუსეთისთვის ეს ქვეყნები უცხო არ არის, ჩვენ მჭიდროდ ვართ გადაჯაჭვულნი ჩვენი ისტორიითა და კულტურით. ამიტომ გვჭირდება ასე ეს დიალოგი. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ... ვისმინოთ, ერთმანეთს ვუსმინოთ. ამიტომ ფინალში დიალოგი არ წყდება, არამედ გვპირდება, რომ გაგრძელება იქნება“, – აღნიშნავენ ფილმის ავტორები.

ფილმის გმირები ამბობენ, რომ დიალოგი ახლაა საჭირო, როდესაც ადამიანები დიალოგს მეხსიერებათა ომს ამჯობინებენ. მონაწილეებს მაგალითად მოჰყავთ სახელმწიფო ერმიტაჟი, მუზეუმი, რომელშიც კულტურების დიალოგი ორ-ნახევარ საუკუნეზე მეტია მიმდინარეობს.
არსებითად, ფილმის მთავარი გმირი ერმიტაჟია, ის არის „კულტურათა დიალოგის" ცოცხალი განსახიერება: ეს არის ხელოვნების ნიმუშები, ადამიანები... ამიტომ სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის წარმომადგენელთა აზრებს აერთიანებს სახელმწიფო ერმიტაჟის დირექტორი მიხაილ პიოტროვსკი.
ფილმი შეიქმნა „კულტურათა დიალოგის“ მე-17 მედიაფორუმის ფარგლებში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე წლის მაისში გაიმართა.