სროლა კავკასიის უნივერსიტეტთან: რა ვერ გაიყვეს სტუდენტებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი არასწორად გაჩერებული მანქანა გახდა.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთმანეთს უცხოელი სტუდენტები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ, რასაც სროლა მოჰყვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ჩარგლის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი არასწორად გაჩერებული ავტომობილი გახდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს გამოკითხვები.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.