მსოფლიო დღეს

„ჰამასი“ თელ-ავივს რაკეტებით უტევს - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. პალესტინური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასი“ თელ-ავივს რაკეტებით უტევს, იუწყება Times of Israel.
არსებული ცნობით, რაკეტებს ღაზის სექტორიდან ისვრიან.
სარაკეტო შეტევას ადასტურებს თავად რადიკალური მოძრაობაც. მათი ინფორმაციით, თელ-ავივზე მასობრივი სარაკეტო იერიში „ალ-ქასამის“ („ჰამასის“ სამხედრო ფრთა) ბრიგადებმა მიიტანეს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაზე პასუხად.
ამ დროისათვის საგანგაშო სირენები, თელ-ავივის გარდა, კიდევ რამდენიმე ქალაქში ისმის.
სამაშველო სამსახურის ცნობით, რაკეტების პირდაპირ მოხვედრასა და დაშავებულებზე შეტყობინებები ჯერ არ მიუღიათ.