თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელის ავიადარტყმების შედეგად „ჰამასის“ თანადამფუძნებლის აბდელ აზიზ არ-რანტისის ქვრივი და დაჯგუფების პოლიტბიუროს პირველი წევრი ქალი ჯამილა ალ-შანტი დაიღუპა, იუწყებიან „ჰამასთან“ დაკავშირებული მედია და სოციალური ქსელების არხები.
„პალესტინელი ჯამილა ალ-შანტი, პალესტინის საკანონმდებლო ორგანოს პატივსაცემი წევრი, დღეს გამთენიისას აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით დემონების მიერ ღაზის დაბომბვისას“, — ნათქვამია ერთ-ერთ შეტყობინებაში X-ზე.
68 წლის ალ-შანტი „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრი 2021 წელს გახდა. ის „ჰამასის“ ქალთა მოძრაობის დამფუძნებელი იყო. მისი მეუღლე აბდელ აზიზ ალ-რანტისი „ჰამასის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი, ისრაელის საჰაერო ძალებმა 2004 წლის აპრილში გაანადგურეს სარაკეტო დარტყმის შედეგად.