ულამაზესი ადგილები საქართველოში: ბატეთის ტბა - ფოტო

ბატეთის ტბა საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. მისი დიდებული სილამაზე ყველა სტუმარს აღაფრთოვანებს.
Sputnik
ტბა იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურება, რომ უეჭველად შეიძლება ითქვას, ეს იდეალური ადგილია ბუნებაში დასასვენებლად და სულიერი საზრდოს მისაღებად.
1 / 10

ტბა მდინარე ძამას ხეობაში მდებარეობს

2 / 10

ზღვის დონიდან 1.313 მეტრზე

3 / 10

მას გარს არტყია ტყე, გორაკები და ხევები

4 / 10

განსაკუთრებულად ლამაზი ტბა შემოდგომაზეა, როდესაც ის ფერადი ფოთლებით იფარება

5 / 10

მთავარი გზიდან ტბამდე სამკილომეტრიანი აღმართი მიდის

6 / 10

თუმცა ამ რთული გზის გავლა ნამდვილად ღირს

7 / 10

ტბას სამკუთხედი ფორმა აქვს, მისი სიგრძე 200 მეტრს აჭარბებს, სიღრმე დაახლოებით 12 მეტრია

8 / 10

ტბაზე არ არის მოწყობილი პლაჟი, ტყე პირდაპირ ესაზღვრება წყალს, ბევრი ხე წყალშიც კი დგას

9 / 10

სურვილის შემთხვევაში აქ შეგიძლიათ სოკოს კრეფაც

10 / 10

ტბაში თევზი არ არის, მაგრამ აქ ბინადრობს მცირეაზიური ტრიტონი, რომელიც წითელ წიგნშია შესული