ძლიერი თოვა, წვიმა და ქარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 ოქტომბრის დღის ბოლოდან 19 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე კავკასიონის ქედის მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ხოლო აჭარისა და გურიის რეგიონებში ზოგან ძლიერი წვიმა. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.