დათრგუნვა საჭირო არაა: პუტინმა ბაიდენის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. ვინმეს მუდმივად დათრგუნვის სურვილი პრობლემებს აჩენს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების კომენტირებისას.
მანამდე ბაიდენმა მეორე ვადით შესაძლო ხელახალი არჩევის მიზნებზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროპის გაერთიანებას აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „დათრგუნვის მიზნით“. კრემლმა ამ სიტყვებზე პასუხად განაცხადა, რომ ვაშინგტონის ასეთი მცდელობები მარცხისთვისაა განწირული.

„რუსეთში გვაქვს ცნობილი გამონათქვამი: век живи – век учись. ეს ეხება არა მხოლოდ პრეზიდენტ ბაიდენს, არამედ მთლიანად შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტას. აუცილებელია სხვების პატივისცემის სწავლა და შემდეგ არავის დათრგუნვა აღარ იქნება საჭირო“, − განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერის თქმით, ვინმეს მუდმივად დათრგუნვის სურვილი − მიზეზით თუ უმიზეზოდ − პრობლემებს იწვევს. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის წარმომადგენლებს უყვართ ამგვარი რამ და კარგადაც გამოსდით: პროტოკოლურად იღიმებიან და მეგობრულად მხარზე ხელს ურტყამენ ყველას; მაგრამ სხვების პატივისცემა − ეს მათი ინტერესების გათვალისწინებაა.
ამასთან პუტინს მიაჩნია, რომ ბაიდენის სიტყვები პირადად მას კი არ ეხება, არამედ მთლიანად რუსეთის ინტერესებს, რომელთა დათრგუნვა შეუძლებელია და მათი გათვალისწინება მოუწევთ.