მარნეულში 22 წლის ბექა წიფიანი გარდაიცვალა

Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, 22 წლის ბექა წიფიანი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, ნათქვამია ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში გასულ კვირაში მოხდა.
ბექა წიფიანი სხვადასხვა წლებში -60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის პრიზიორი იყო.
2017 წელს, უნგრეთში გამართულ ევროპის ზაფხულის XIV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბექა წიფიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2018 წელს ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2019 წელს კი საქართველოს ჩემპიონატზე უფროსი ასაკის ძიუდოისტებს შორის იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა.
წიფიანი საქართველოს ნაკრების სახელით პარიზისა და თბილისის გრანდ სლემებზეც გამოვიდა.