პუტინის ბრძანებით - შავ ზღვას „კინჟალები“ გააკონტროლებენ

Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები შავ ზღვაზე მუდმივ პატრულირებას იწყებენ, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩემი დავალებით რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები მუდმივ პატრულირებას იწყებენ შავი ზღვის საჰაერო სივრცის ნეიტრალურ ზონაში. ჩვენი თვითმფრინავები МиГ-31 კომპლექს „კინჟალებითაა“ შეიარაღებული“, − თქვა მან.

რუსეთის ლიდერის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება შეერთებული შტატების ნაბიჯის გამო მიიღეს, რომელმაც „ხმელთაშუა ზღვაში ორი საავიაციო ჯგუფი შეიყვანა“.
პუტინის თქმით, „კინჟალის“ მოქმედების რადიუსი ათას კილომეტრზე მეტია, ხოლო სიჩქარე − ცხრა მახი.
„მე გავაფრთხილე, რომ ეს მუქარა არ არის, მაგრამ ჩვენ ვიზუალურ კონტროლს განვახორციელებთ, იარაღით გავაკონტროლებთ იმას, რაც ხმელთაშუა ზღვაში ხდება“, − ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.
ღაზის სექტორში კონფლიქტის გამწვავების ფონზე შეერთებულმა შტატებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი გაგზავნა. თეთრმა სახლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯგუფის რეგიონში განთავსებამ მესამე მხარეები უნდა შეაკავოს ისრაელის გარშემო ესკალაციის გაფართოებისგან. ამის შემდეგ პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთი მოიერიშე ჯგუფი გაიგზავნა ავიამზიდ USS Eisenhower-თან ერთად.