შემოდგომა თბილისის ზოოპარკში - ფოტო

შემოდგომა მოვიდა, აცივდა, ქარიც უბერავს. თბილისის ზოოპარკის ბინადრები ხვდებიან, რომ აღარ დათბება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება.
Sputnik
თბილისის ზოოპარკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ოჯახთან ერთად დასასვენებლად. აქ ვიზიტორები წლის ნებისმიერ დროს და თითქმის ყველანაირ ამინდში მოდიან.
1 / 21

ყველაზე მეტად ყოველთვის ლემურები მხიარულობენ

2 / 21

მაიმუნებიც კარგად ერთობიან, დიდ ვოლიერში ისინი ბევრნი ერთად ცხოვრობენ

3 / 21

კურდღლებს კი თითქოს სძინავთ

4 / 21

ლემურები ყურადღებით აკვირდებიან გარშემო ყველაფერს

5 / 21

ზებრა თითქოს „გაიყინა“ და უმოძრაოდ დგას

6 / 21

ბეჰემოთს კი ეს წუთია გაუმასპინძლდნენ, არ ღირს მისთვის ხელის შეშლა

7 / 21

აქლემების ვოლიერი საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს

8 / 21

ფარშევანგები კი ერთმანეთს კუდებს ადარებენ

9 / 21

ენოტები მშვიდად სხედან და გარემოს აკვირდებიან

10 / 21

სურიკატები ასევე რაღაცას ელიან, მათი სახალისო გარეგნობა ყველა ვიზიტორს ამხიარულებს

11 / 21

ზოოპარკის ზოგიერთ ბინადართან ერთად ცხოვრობენ დიდი კუები

12 / 21

მაჩვზღარბამ კი, როგორც ჩანს, მოიწყინა. ისიც ეძებს გასართობს, ამიტომ ვიზიტორებს ათვალიერებს

13 / 21

მარტორქას ვოლიერში მეგობრად ვირი ჰყავს

14 / 21

სპილოები ერთად სეირნობენ

15 / 21

ზოგიერთი სტუმარი წესებს არღვევს და ცხოველებთან ზღუდეზე ამძვრალი თამაშობს

16 / 21

ლომები თბილისის ზოოპარკში განსაკუთრებულად დაცულ ვოლიერში ცხოვრობენ

17 / 21

მათთან ახლოს არიან ჯიქებიც. ხანდახან ისინი ისე იმალებიან, ვერც შეამჩნევთ

18 / 21

მოშორებით დიდ ვოლიერში ცხოვრობენ ირმები

19 / 21

ეს ვოლიერი კი ზემოდან ჩანს, ამიტომ მის ბინადრებს ყოველთვის კარგად დაინახავთ

20 / 21

თბილი დღეები, რა თქმა უნდა, კვლავ მოვა. ყველამ უნდა მოიკრიბოს მოთმინება, ზოოპარკის ბინადრებმაც და სტუმრებმაც

21 / 21

მანამდე კი ზოოპარკის მკვიდრები ცივ ზამთარს გადააგორებენ