საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს აგრძელებს

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება.
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,6918 GEL/$1 შეადგინა.
რეგულატორმა აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა.
ერთი თვის მანძილზე ეროვნულმა ბანკმა ხუთი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და გასაყიდად ჯამში 190 მლნ დოლარი გაიტანა, თუმცა მხოლოდ 149,65 მლნ დოლარი გაიყიდა.
სექტემბრის ბოლოს ლარი 1,6%-ით გაუფასურდა, შემდეგ კი კვლავ გამყარება დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა 18 ოქტომბრისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6925 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.