ადვილად დასამზადებელი და ძალზე ეფექტური: ხსნარი, რომელიც ყველაფერს წმენდს

გამოიყენეთ ეს ხსნარი ჭურჭლის, ავეჯის, ლინოლეუმის თუ სხვა ზედაპირების გასაწმენდად და ნახავთ – შედეგი გაგაოცებთ.
Sputnik
სწრაფად და ხარისხიანად – სწორედ ამ ხსნარზე შეიძლება ითქვას. ამ ხსნარით შეგიძლიათ გაწმინდოთ ავეჯი, ჭურჭელი, გარდერობის შიდა მხარე, გაზქურა, ლინოლეუმი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ბატარეები, ჩამრთველები და სხვ. ნივთები მომენტალურად იწმინდება და ბრწყინავს.
ხსნარის დასამზადებლად საჭიროა:
1,5 ლიტრი თბილი წყალი, 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა, 2 სუფრის კოვზი ძმრის ესენცია, 1 სუფრის კოვზი ლიმონმჟავა.
ამ ხსნარში შეგიძლიათ გაავლოთ ჭურჭელი, გაწმინდოთ კარადები და სხვა ნივთები ამ ხსნარში დასველებული ტილოთი (ჩადეთ ტილო ხსნარში რამდენიმე წუთის განმავლობაში).
დაასუფთავეთ ამგვარად თქვენი საცხოვრებელი და შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.