GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 17 ოქტომბრის 10:00 საათიდან 18 ოქტომბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP 17 ოქტომბერს ნაძალადევის რაიონში, რომელაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: ქსნის, ერწოს, ჩარგლის, ჭოპორტის, ჟინვალის, ლომთათიძის, ცინცაძის, ჯანელიძის, წიკლაურის, ცქიტიშვილის, ჩხიკვაძის, კაკაბაძის, ბარამიძისა და მიმდებარე ქუჩებს. გურამიშვილის გამზირის, სანზონის, ზღვის უბნის კვარტლებისა და დადიანის ქუჩის ნაწილს.
გლდანის რაიონში: ქერჩის, შეშელიძის, ვასაძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, მეგობრობის, სარაჯიშვილის, ზარზმის, ილორის, ანდრონიკაშვილის, რიონისა და მიმდებარე ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს, გლდანის “ა” და I-IV მიკრორაიონებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.