აზერბაიჯანის საგუნდო კაპელა წარმატებით გამოვიდა საქართველოში

გორში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის საგუნდო კაპელები მონაწილეობდნენ.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანის სახელმწიფო საგუნდო კაპელა წარმატებით გამოვიდა გორში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საგუნდო კაპელა გორში
როგორც „Sputnik-აზერბაიჯანს“ კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელმა და კაპელის მთავარმა დირიჟორმა, სახალხო არტისტმა გიულბაჯი იმანოვამ განუცხადა, ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ცნობილი საგუნდო კოლექტივები, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფო გუნდი, აფხაზეთის ეროვნული გუნდი, გორის ქალთა გუნდი და სხვ. მისი თქმით, მიუხედავად მონაწილეების ასეთი რაოდენობისა, აზერბაიჯანის საგუნდო კაპელა ყველაზე კარგად გამოვიდა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საგუნდო კაპელა გორში
„ამას ვამბობ არა მხოლოდ მე, არამედ ყველა სტუმარი, რომელიც კონცერტს ესწრებოდა. მხოლოდ ჩვენმა კაპელამ წარმოადგინა მრავალფეროვანი პროგრამა, რითიც გამოირჩეოდა კიდეც. შევასრულეთ უცხოური და აზერბაიჯანული ნაწარმოებები, რაც განსაკუთრებულ ოსტატობასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ძალიან ძნელია ერთ კონცერტზე შეასრულო სტილისტურად განსხვავებული კომპოზიციები სხვადასხვა ენაზე. დანარჩენი გუნდები მხოლოდ თავიანთ ეროვნულ მუსიკას ასრულებდნენ", – განაცხადა იმანოვამ.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საგუნდო კაპელა გორში
ის მიიჩნევს, რომ ასეთი ფესტივალი მათ გუნდს საშუალებას აძლევს, გაეცნოს ახალ მუსიკას, დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები სხვა გუნდებთან.

„სასიამოვნოა, რომ აზერბაიჯანულ კულტურას ყველგან იცნობენ ჩვენი პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და პირველი ვიცე-პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევას პოლიტიკის წყალობით. ბევრ ქვეყანაში ხდება აზერბაიჯანული კულტურის დღეების ორგანიზება. ჩვენს ქვეყანაში იმართება საერთაშორისო დონის კონკურსები, ფესტივალები. აზერბაიჯანში ჩამოსული უცხოელები, პირველ რიგში, ჩვენს ფილარმონიას სტუმრობენ, ისმენენ ჩვენს ნაწარმოებებს და ესმით, თუ რამდენად მაღალი კულტურის მქონე ერი ვართ", – განაცხადა იმანოვამ.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საგუნდო კაპელა 1966 წელს შეიქმნა აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიასთან. დაარსების დღიდან მრავალი წელი მას ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ქორმაისტერი ედუარდ ნოვრუზოვი ხელმძღვანელობდა. კაპელის რეპერტუარში ათასზე მეტი ნაწარმოებია. საგუნდო კაპელა ეწევა აზერბაიჯანული მუსიკის პროპაგანდას ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მონაწილეობს მრავალ ფესტივალში, დეკადაში, კულტურის დღეებში (თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, საქართველო).
აზერბაიჯანის სახელმწიფო საგუნდო კაპელას 1996 წლიდან აზერბაიჯანის სახალხო არტისტი, ბაქოს მუსიკალური აკადემიის კათედრის გამგე გიულბაჯი იმანოვა ხელმძღვანელობს.