წვიმა, ელჭექი, შტორმი - ამინდი საქართველოში

დღეს, საღამოს საქართველოში ამინდი შეიცვლება.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. დღეს, 16 ოქტომბერს საღამოდან 17 ოქტომბრის დღის ბოლომდე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ამინდი შეიცვლება – იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
ამავე დროს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.