მცხეთაში დიდი დღესასწაული აღინიშნა
სვეტიცხოვლობას უამრავი ადამიანი აღნიშნავს
სვეტიცხოველში დილიდან აღესრულებოდა ღვთისმსახურება
დღესასწაულს საფუძვლად უდევს სასწაული: საქართველოს მიერ უდიდესი სიწმინდის, უფლის კვართის მიღება, რომელიც დაკრძალულია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში
ათასობით მართლმადიდებელი ამ დღეს მიდის ტაძარში
მორწმუნეები აღავლენენ ლოცვებს და ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავენ
სვეტიცხოველში ამ დღეს განსაკუთრებული გარემოა
ტაძრის ისტორია IV საუკუნიდან იწყება
დღეს სვეტიცხოველი საქართევლოში ყველაზე ძველ ტაძრებს შორის უდიდესია
მთელი ქალაქი ერთ დიდ სადღესასწაულო მოედნად იქცა
ქუჩებში იხილავდით ჩოხით შემოსილებსაც და აბჯრიან ადამიანებსაც
დღესასწაულს ათასობით ადამიანი დაესწრო
მცეთის ცენტრში მოეწყო ბაზრობები, იყიდებოდა სუვენირები და სოფლის მეურნეობის პროდუქცია
ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, ქალაქი გარდაისახა
მზიანი და თბილი ამინდი იყო, რაც განწყობას უმაღლებდა ყველას
ქალაქის ცენტრში იყო სცენაც, სადაც ჯგუფები სხვადასხვა სიმღერებს ასრულებდნენ და ცეკვავდნენ
დღესასწაულის სტუმრებისთვის უამრავი ღონისძიება გაიმართა
სოფლის მეურნეობის პროდუქცია ბაზრობაზე უამრავმა ფერმერმა წარმოადგინა
დღესასწაულზე ადამიანები ოჯახებით მივიდნენ. აქ საბავშვო ღონისძიებებიც იმართებოდა
სვეტიცხოვლობა ქრისტიანული და სახელმწიფო დღესასწაულია. ის ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დააწესა და 14 ოქტომბერს აღინიშნება
მცხეთაში ღონისძიებები გვიანობამდე გაგრძელდა