უცხოელმა საქართველოში დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანა სცადა

საქმე, შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გადაეცა.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე-ოფიცრებმა დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
მებაჟეებმა არადეკლარირებული საქონელი უცხო ქვეყნის მოქალაქის სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 18.648 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გადაეცა.