ლილოში სათამაშოების საწყობი დაიწვა

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად ბიზნესს 30 ათას დოლარის ზარალი მიადგა.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ლოლოს ბაზრობაზე სათამაშოების საწყობი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია პირველი.
ხანძარი საწყობში გუშინ საღამოს გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი 30 ათას დოლარს აჭარბებს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მოვაჭრეების თქმით, საწყობებში ელექტროენერგიაც კი არ ყოფილა გაყვანილი.