„სარფში“ არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

არადეკლარირებული საქონელი ავტომანქანაში წინასწარ მოწყობილ სამალავებში იყო მოთავსებული.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად მებაჟეებმა ჯამში 18.648 ლარის ღირებულების საქონელი აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.