თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. ბელგოროდის მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონის შეტევის შედეგად Sputnik-ის ჟურნალისტი და მისი მეუღლე დაიჭრნენ, მათი ოთხი წლის ქალიშვილი კი დაიღუპა, განაცხადა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.
„უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა და რეანიმაციაში იმყოფება ჩვენი თანამშრომელი, 29 წლის ჰაიბარ აკიფი, რომელიც Sputnik-ის ავღანურ რედაქციაში მუშაობდა, და ასევე მისი მეუღლე ოლესია. მოხდა უდიდესი ტრაგედია: ოჯახმა შვილი დაკარგა − დაიღუპა მათი ოთხი წლის ქალიშვილი ამინა“, − განუცხადა კისელიოვმა „რია ნოვოსტის“.
მისი თქმით, ყველაფერი კეტდება იმისთვის, რომ ოჯახს დახმარება და მხარდაჭერა გაეწიოს.
„ახლა აქტიურად ვმუშაობთ, ვფიქრობთ, საწიროა თუ არა დაჭრილების მოსკოვში გადმოყვანა. სამწუხაროდ, ეს ჩვენი ჟურნალისტური კორპუსის პირველი დანაკარგი არ არის: ჩვენ გვახსოვს ანდრეი სტენინი, რომელიც 2014 წელს დაიღუპა, და როსტისლავ ჟურავლიოვი − ჩვენი სამხედრო კორესპონდენტი, რომელიც ამ ზაფხულს დაიღუპა და ეკატერინბურგშია დაკრძალული“, − თქვა კისელიოვმა.
მანამდე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგოროდის გარეუბანში მდებარე კერძო სახლებზე დრონის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვი. ამასთან, თვითმფრინავის ტიპის დრონის ნამსხვრევებმა ფაქტობრივად გაანადგურა ორი საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე კი დააზიანა.