კახეთში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იყო წასული, რა დროსაც მის მეგობარს სანადირო თოფი გაუვარდა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.