ყაზბეგში მთამსვლელთა ფესტივალი გაიმართა

ღონისძიება ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა
Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში მთამსვლელთა ფესტივალი გაიმართა, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ღონისძიება სპორტის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართა და მას 100-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა.
ფესტივალზე ქართული მთამსვლელობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ექვსი ადამიანი დაჯილდოვდა, მათ შორის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.
ფესტივალი გრანდიოზული კონცერტით დამთავრდა.
წელს 100 წელი შესრულდა მყინვარწვერზე ქართველთა პირველი ასვლიდან. ექსპედიციები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს, 1923 წლის აგვისტოში - გიორგი ნიკოლაძის, ხოლო სექტემბერში ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.