თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტში, ტყეში 70 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ადგილობრივები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.