თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი მომღერალი ინგა ფერაძე 76 წლის ასაკში ბელგიაში გარდაიცვალა, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომღერლის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მომღერლის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ინგა ფერაძემ კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო, საბჭოთა პერიოდში იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაზის მომღერალი იყო.
ფერაძე მღეროდა ანსამბლ „ორერაში", ოთხი წლის მანძილზე იყო ანსამბლ „დიელოს" უცვლელი სოლისტი. 1980-იან წლებში იყო პოპულარული ქალაქური სიმღერების შემსრულებელი მომღერალი.
2001 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ინგა ფერაძე ბელგიაში გაემგზავრა, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.