თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. კახეთში უბედურ შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა დედოფლისწყაროში, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის კუთვნილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიის თანამშრომელი ტრაქტორიდან გადმოვარდა, წამოდგომა ვერ მოახერხა და სპეცტექნიკამ ქვეშ მოიყოლა. მიღებული დაზიანებებით შუახნის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.