თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ოქტომბერს დღისით 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი.
9 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.