მსოფლიო დღეს

მიწისძვრა ავღანეთში - დაღუპულთა რიცხვი 2 ათასს აჭარბებს

შაბათს ავღანეთში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის რამდენიმე მიწისძვრა დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. დასავლეთ ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 ათას ადამიანს გადააჭარბა, 9 ათასზე მეტი დაშავდა, იტყობინება დასავლური მედია.
„ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2053-ს შეადგენს, 9240 დაშავდა და 1329 სახლი დაზიანდა ან განადგურდა", - იტყობინება Reuters სტიქიურ უბედურებათა სამინისტროზე დაყრდნობით.
შაბათს, ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრი (EMSC) დასავლეთ ავღანეთში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის რამდენიმე მიწისძვრის შესახებ იუწყებოდა.