დევდორაკის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დევდორაკის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა ოთხი დღის განმავლობაში იყო შეზღუდული
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დევდორაკის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 132-135-ე კმ მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს შეიზღუდა.
დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დაზიანებული ელექტროსისტემის აღდგენითი სამუშაოების გამო იყო შეზღუდული.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი