თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ჩხოროწყუში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მამაკაცს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი სარემონტო სამუშაოს ასრულებდა.
ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.