კარგ ამინდში მშრალ ხიდზე ათობით დახლს იხილავთ
გასაყიდი ნივთები ზოგჯერ პირდაპირ ძირს აწყვია
ზოგიც დახლებზე
საინტერესო ნივთების არჩევას ცოტა ყურადღება და დროის დათმობა ჭირდება
აქ ყველას შეუძლია საინტერესო ნითის შეძენა
აქ იხილავთ საბჭოური დროის სათამაშოებს, რომლებიც აღარ იშოვება
აქ ასევე იყიდება სამკაულები, ანტიკვარიატი, ტექნიკა, წიგნები, ფირფიტები
დახლები გზის ორივე მხარეს არის განთავსებული. ფეხით აქ ისე ვერ გაივლით, რომ რაიმემ თქვენი ყურადღება არ მიიპყროს
გამყიდველების უმეტესობა აქ ყოველდღიურად მოდის
ზოგიერთი კი მხოლოდ დასვენების დღეებში მოდის, რადგან ასეთ დროს მეტი მყიდველია
ზოგი კი დასვენების დღეებშიც მუშაობს
არ მოდიან მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე სერიოზული გარემოება უშლით ხელს
აქ სახლისათვის საყოფაცხოვრებო ნივთებსაც შეხვდებით
განსაკუთრებით მოთხოვნადია XIX-XX საუკუნეების ჭურჭელი
გამყიდველებისათვის მშრალი ხიდი არა მხოლოდ სამუშაო ადგილია, არამედ ურთიერთობაც. ბევრი მათგანი ერთმანეთს მრავალი წელია იცნობენ
და ერთმანეთის საქონლის შესახებ მყიდველებს ატყობინებენ ხოლმე
ხანდახან, შესაძლოა, სულაც არ გეგმავდეთ რაიმეს შეძენას, თუმცა ბოლო მაინც იყიდით რაღაცას
ეს ძალიან საინტერესო ადგილია, მის შესახებ ტურისტები გებულობენ გიდებისგან და სტატიებიდან