ელიავას ბაზრობაზე ხანძარი იყო

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, საღებავების მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 სავაჭრო ობიექტი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის ლიკვიდაცია უკვე მოახერხა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.