თბილისში საუკეთესო მორბენლები დააჯილდოვეს

მასშტაბურმა მარათონმა საქართველოს დედაქალაქში ათასობით მოყვარული შეკრიბა.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქველმოქმედო ყოველწლიურმა თბილისურმა მარათონმა (Tbilisimarathon) გარბენის გამარჯვებულები გამოაცხადა, იუწყებიან ორგანიზატორები.
საუკეთესო მორბენლები ქალებსა და მამაკაცებს შორის ორ კატეგორიაში გამოაცხადეს.
ნახევარმარათონის (დისტანცია 21 კმ) გამარჯვებული ქალებს შორის გახდა ნატალია სემენოვიჩი, ხოლო მამაკაცებს შორის ახმეტ ალკანოღლუ. რაც შეეხება 10 კილომეტრიან გარბენს, აქ საუკეთესოები იყვნენ ანასტასია ტემნოვა და ერვანდ მკრტჩიანი.
მასშტაბური მარათონი TbilisiMarathon 2023 წლის 1 ოქტომბერს მეთერთმეტედ გაიმართა და საქართველოს დედაქალაქში გარბენის ათასობით მოყვარული შეკრიბა. ტრადიციისამებრ, მონაწილეებმა სტარტი დედაქალაქის ცენტრში, შოთა რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ (პირველი სკოლა) აიღეს, წრე გააკეთეს და ისევ იქვე დაასრულეს.