საგარეჯოში 14 წლის გოგონა ქმარმა მოკლა

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ქმარმა მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა სოფელ ლამბალოში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მამაკაცის ბიძაშვილის ქორწილში მოხდა, სადაც იგი ორი თვის წინ მოყვანილ ცოლთან ერთად იმყოფებოდა. ქმარმა გოგონას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.