აღმაშენებლის ხეივნის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

პროექტს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო 8 ოქტომბრის 05:00-დან 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა „თბილისი მოლიდან" თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება", – ნათქვამია განცხადებაში.

შეზღუდვის პერიოდში მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდის (ე.წ. ზაჰესის ხიდის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.
თბილისის მერია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.