თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
გავრცელებული ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია, თუმცა ადგილობრივებმა პოლიციას მძაფრი სუნის გამო მხოლოდ დღეს მიმართეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.