მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან რამდენიმე კარავი მიიტანეს, რამაც მათი თანამოაზრეების აღფრთოვანება და ტელევიზიების სიხარული გამოიწვია, რომლებიც დინამიკურ სურათს ელოდნენ. აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი არ გადაუკეტავთ, კარვები კი სკვერში გადაიტანეს, სადაც პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდნენ.