ყვარელში ყოფილმა პოლიციელმა მამაკაცი მოკლა

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში ყოფილმა პოლიციელმა 47 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა სოფელ ჭიკაანში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი და სავარაუდო დამნაშავე სოფლის მიმდებარედ ქეიფობდნენ, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირების დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.