თბილისი, 4 ოქტომბერი –Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 132-135 კმ მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში ავტოსტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი დევდორაკის საავტომობილო გვირაბში დაზიანებული ელექტროსისტემის აღდგენითი სამუშაოებია.
ამ პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.