მსოფლიო დღეს

„შავი სია“: ყაზახეთი საზღვრებს უკეტავს მათ, ვინც ქვეყანას უარყოფითად ახსენებს

Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ყაზახეთის მთავრობა ადგენს არასასურველი პირების სიას, რომლებიც უარყოფითად ახსენებენ ყაზახეთს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა ბრიფინგზე.

„ბუნებრივია, ჩვენ ვადგენთ ამ სიას. მაგრამ ეს სამუშაო სიაა და არ გავამჟღავნებთ მას. რაოდენობასაც ვერ დავასახელებ. <...> [სიაში შესული პირებისთვის] საზღვრები იკეტება და ეს ადამიანები ქვეყანაში შემოსავლას ვერ შეძლებენ“, — უპასუხა სმადიაროვმა ჟურნალისტის შესაბამის შეკითხვას.

გავრცელებული ცნობით, მედიის წარმომადგენლებმა სმადიაროვს აღნიშნული შეკითხვა რუსი ექიმისა და ბლოგერის ილია მაგერის გამონათქვამთან დაკავშირებით დაუსვეს. მაგერმა მანამდე განაცხადა, რომ „იმ ადამიანების გამო, რომლებიც ნავს არყევენ, [რუსეთი] ნამდვილად დაიწყებს [ყაზახეთთან] ომს“. სმადიაროვმა ურჩია ექიმს, თავისი საქმით დაკავდეს და თავი შეიკავოს არასაჭირო მოსაზრებების გამოთქმისგან.
ამასთან ყაზახმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და ყაზახეთს შორის მეგობრული ურთიერთობებია.