თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ყვარელში ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
შემთხვევა ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე წუხელ მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის გოგონა და 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე დაიღუპნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალაქის ცენტრიდან მოძრავი „ტოიოტა პრიუსის" მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხესთან შეჯახების შემდეგ ამობრუნდა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.