საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ცოლ-შვილის თვალწინ მოკლეს

თავდამსხმელის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მეუღლისა და სამი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
მკვლელობა ათენში, აგიოს-პანტელეიმონის რაიონში მოხდა. თავდამსხმელი ქართველი ემიგრანტების 74 წლის მეზობელია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ოჯახი ერთ-ერთი შვილის დაბადების დღეს ზეიმობდა, რომელსაც ესწრებოდა ხანდაზმული მეზობელიც. მოგვიანებით, დაახლოებით 02:30 საათზე იგი იარაღით ხელში შევიდა ემიგრანტების სახლში და მამაკაცი მოკლა.
თავდამსხმელი ასევე ემუქრებოდა ოჯახის წევრებს და დაჭრა მოკლულის მეუღლეც. ამჟამად ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.
თავდამსხმელის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.