თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკელმა ბიზნესმენმა, სოციალური ქსელი X-ის (ყოფილი Twitter) მფლობელმა ილონ მასკმა საკუთარ აკაუნტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მემი გამოაქვეყნა.
ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს ზელენსკის სახე აქვს „მიმაგრებული" და ახლავს წარწერა:
„როცა ხუთი წუთი უკვე გავიდა, შენ კი მილიარდი დოლარის დახმარება არ მოგითხოვია“.
მასკის ამ ტვიტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა X-ის უკრაინელი იუზერებისგან, რომლებმაც ბიზნესმენს ანალოგიური მემებით რუსულ პროპაგანდაში დასდეს ბრალი.
კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონს, რომელიც მთავრობის მუშაობის დაფინანსებას 45 დღით — 17 ნოემბრამდე ახანგრძლივებს. ამასთან კანონი არ ითვალისწინებს უკრაინის საჭიროებებისთვის თანხების გამოყოფას.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, მიუხედავად მიღებული დროებითი კანონისა, აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ იკლებს.