წელს „თბილისობა“ სამ ლოკაციაზე აღინიშნა
გამოფენები და იარმარკები მოეწყო აბანოთუბანში, ორბელიანის მოედანსა და ათონელის ქუჩაზე და რიყის პარკში
ღია ცის ქვეშ მოწყობილი იყო სცენები არტისტებისათვის
კვების ობიექტებს მაგიდები და სკამები გზის სავალ ნაწილზე ქონდათ განთავსებული
გამოფენა-გაყიდვებზე სტუმრებმა შეიძინეს სუვენირები და ტანსაცმელი
გაიმართა ქართული ღვინის ფესტივალიც. კერძო მეურნეობებმა ასევე წარმოადგინეს საკუთარი პროდუქცია
დღესასწაულს უამრავი ტურისტიც სტუმრობდა
თბილისობის სტუმრები ინტერესით აკვირდებოდნენ დახლებს და სეირნობდნენ თბილისის ცენტრში
ქუჩებში იწვებოდა მწვადები და მზადდებოდა უამრავი სხვა კერძი
რიყის პარკში მოეწყო ულამაზესი ინსტალაციები
ბავშვებს „თბილისობაზე“ ელოდათ უამრავი გასართობი და ანიმატორები
ასე გრძელდება „თბილისობის“ ტრადიცია. აღსანიშნავია, რომ ახლა დღესასწაული ერთდროულად აღინიშნება საქართველოს სხვა ქალაქებშიც