ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო - ვიდეო

ბათუმი მეათედ მასპინძლობს კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს Batumi Black Sea Music and Art Festival
Sputnik
ბათუმი ცხრა დღის განმავლობაში უკვდავი შემოქმედების ხიბლით იქნება სავსე, ხოლო ნიჭიერი ახალგაზრდები კი სცენაზე წარსდგებიან მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად.
ფესტივალი გერმანელმა დირიჟორმა გუდნი ემილსონმა და იტალიელმა ფლეიტისტმა ჯუზეპე ნოვამ გახსნეს.
ფესტივალის დღეებში, კონცერტების გარდა, ბათუმში გაიმართება გამოფენები, მასტერ-კლასები და რეპეტიციები. ეს ერთადერთი კულტურული მოვლენაა საქართველოში, რომელიც „იუნესკოს“ პატრონაჟით ხორციელდება.