დანაშაული საქართველოში: რამდენი ადამიანი მისცეს პასუხისგებაში

სხვადასხვა დანაშაულის გამო პასუხისგებაში მიცემულთა ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში ფიქსირდება.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის იანვარი–აგვისტოში სისხლის სამართლის პასუხისგებაში 13.089 ადამიანი მისცეს, აქედან 944-მა პირობითი სასჯელი მოიხადა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მასალებში.
უწყების მონაცემებით, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებულების ყველაზე მეტი რაოდენობა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თბილისში (4425). შემდეგ მოდის აჭარა (1753), ასევე რეგიონები – იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (ერთად 1504).
ბრალდებულთა საერთო რაოდენობიდან ბრალდება წარედგინა:
76-ს - მკვლელობისთვის
1 566-ს – ოჯახური ძალადობისთვის
123-ს – მძიმე დაზიანებების მიყენებისთვის
54-ს – გაუპატიურებისთვის
47-ს – სქესობრივი აქტისთვის 16 წელს მიუღწეველთან
1 736-ს – მუქარისთვის
1 977-ს – ქურდობისთვის
1 916 – ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის
136-ს – სამსახურებრივი დანაშაულებისთვის.
სხვადასხვა დანაშაულის გამო დაზარალებულად იანვარი–აგვისტოში აღიარეს 11.213 ადამიანი. მათგან უმრავლესობა 25-45 წლისაა. გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულისგან დაზარალდა 928 არასრულწლოვანი და 1003 პენსიონერი.
დაზარალებულთა საერთო რაოდენობიდან 8,7% უცხოეთის მოქალაქეა.