ადამიანები ზეიმობენ რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე. დღესასწაულის პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია.
სტუმრებს შეუძლიათ ეწვიონ გასტრონოიურ ფესტივალს, ღვინის დღესასწაულს, უყურონ მიუზიკლს, იხილონ ინსტალაციები, დაესწრონ გამოფენა-გაყიდვას.
საზეიმო ღონისძიებები დილიდან საღამომდე გრძელდება. თბილისის მერმა დღესასწაულზე მიიწვია ყველა, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ვინაიდან „თბილისობის“ პროგრამა გათვლილია ყველაზე.
დღესასწაული პარალელურად აღინიშნება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.