თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთში ცხრა უძლიერესი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
საფრანგეთის ქალაქი მონპელიე ძიუდოს კონტინენტურ ჩემპიონატს 3-5 ნოემბერს უმასპინძლებს.
საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა კონტინენტის ჩემპიონატზე:
გიორგი სარდალაშვილი – 60 კგ,
ვაჟა მარგველაშვილი (ოლიმპიადის პრიზიორი) – 66 კგ,
ლაშა შავდათუაშვილი (ოლიმპიადის ჩემპიონი, პრიზიორი) – 73 კგ,
ტატო გრიგალაშვილი (მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი) – 81 კგ,
ლაშა ბექაური (ოლიმპიადის ჩემპიონი), ლუკა მაისურაძე (მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი) – 90 კგ,
ილია სულამანიძე – 100 კგ,
გურამ თუშიშვილი (ოლიმპიადის პრიზიორი), გელა ზაალიშვილი – +100 კგ.
რამდენიმე დღეში სამწვრთნელო შტაბი დაასახელებს ქალთა ნაკრების შემადგენლობას, რომელიც ასევე საფრანგეთში გაემგზავრება.
გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზე სარაევოში ქართველმა ძიუდოისტებმა პირად ჩათვლაში ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ილია სულამანიძე (100 კგ) და ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) აიღო.
საერთო ჩათვლაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.