შესაძლოა აქციის მცირერიცხოვნობა „თბილისობამ“ განაპირობა. აქციის პოტენციურ მონაწილეთა ნაწილი, შესაძლოა, დღესასწაულს ესწრებოდა იმ იმედით, რომ აქციაზე სხვებიც მივიდოდნენ.
მიუხედავად ყველაფრისა, პრობლემა აქტუალურია, ფასები კვლავ მატულობს და ეს ბევრ ავტომობილისტს აშინებს. პროგნოზის თანახმად, ფასები შემდგომშიც გაიზრდება.
აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოუწოდეს ნავთობიმპორტიორებთან მოლაპარაკებაზე, ასევე მოითხოვეს საწვავზე აქციზის გაუქმება და ფასების კლებისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. „უარი საწვავის ფასებს! დაიწიოს ნავთობიმპორტიორების მოგებამ! სად არის დაპირებული იაფი საწვავი?“ – ეწერა აქციის მონაწილეების პლაკატებზე.
ექსპერტები მიმდინარე მოვლენებს მსოფლიოში ფასების ზრდით ხსნიან, რაც საქართველოზეც აისახება. ასევე საწვავის ფასის ზრდა გამოიწვია რუსეთის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც საწვავის ექსპორტი შეწყდება, რათა შიდა ბაზარზე დასტაბილურდეს სიტუაცია.