ყველაზე საშიში ღვიძლისთვის: დასახელდა სახიფათო პროდუქტები

Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. არსებობს კვების პროდუქტები, რომლებიც ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა გამორიცხონ რაციონიდან, აცხადებენ გასტროენტეროლოგები.
ექიმები უპირველესად ფასტფუდებზე უარის თქმას გვირჩევენ, ვინაიდან ისინი დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს და ფასტფუდებით რეგულარულად კვების შემთხვევაში ღვიძლში პათოლოგიების განვითარება საკმაოდ მოკლე დროში ხდება.
„შავ სიაში“ ასევე აღმოჩნდა ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი და ტკბილეული, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს ღვიძლის მდგომარეობაზე.
გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, აკრძალულია ცხოველური ცხიმები: ღორის ქონი, კარაქი და ცხიმიანი ფრინველის ხორცი (ბატი და იხვი).
ირკვევა, რომ ღვიძლისთვის ასევე საზიანოა ზოგი ხილი და ბოსტნეულიც, მაგალითად, კივი და შტოში, ქინძი, მჟაუნა და ღანძილი.
ამასთან ექიმები ღვიძლის პრობლემების მქონეებს ურჩევენ, მინიმუმამდე დაიყვანონ შებოლილი პროდუქტები, მწნილეული, ცხარე სანელებლები.
მათი თქმით, იმისათვის, რომ ღვიძლი ჯანმრთელი იყოს, აუცილებელია ალკოჰოლზე უარის თქმა, სწორი კვება, სიგარეტისთვის თავის დანებება, წონის ნორმალიზება, აქტიური ცხოვრების წესი, ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, ასევე ექიმის ყველა რეკომენდაციის დაცვა.